png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თიბისი ბანკსა და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 19.05.2016
  • 10:26
თიბისი ბანკსა და  დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეიდან თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში მომხმარებლები დეველოპერული კომპანია m2-ის ბინების შეძენას შეძლებენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში გაფორმდა და მას ხელი თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ,  ნინო მასურაშვილმა და m2 უძრავი ქონების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ m2-ის დასრულებული  და  მშენებარე ბინები თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინონ. 

დღეისათვის დეველოპერული კომპანია m2 მომხმარებლებს სთავაზობს ბინებს დასრულებული რემონტით 2 დასრულებულ ენერგოეფექტურ პროექტში: ყაზბეგის გამზირსა და ნუცუბიძის ქუჩაზე. ასევე, 3  მშენებარე პროექტში:  m2 თამარაშვილზე, ოპტიმა ისანში, m2 იპოდრომთან 2.

m2 -ის ბინების შეძენა 1 ივნისამდე სპეციალური ფასითაა შესაძლებელი. მაგალითად, თიბისი ბანკის იპოთეკური სესხით m2 იპოდრომთან 2-ის პროექტში ერთსაძინებლიანი სრულად გარემონტებული ბინის შეძენა თვეში მინიმუმ 350 აშშ დოლარიდან შეგიძლიათ. ამასთან, უზრუნველყოფის სახით მხოლოდ შესაძენი მშენებარე ბინაა საკმარისი.

თიბისი ბანკის  იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გაიხსნა და ის თბილისში, ჭავჭავაძის 11 ნომერში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში ფუნქციონირებს. იპოთეკური ცენტრში სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის  75-ზე მეტი სამშენებლო პროექტი და 2 000-ზე მეტი ბინაა წარმოდგენილი. 

თიბისი ბანკის იპოთეკური ცენტრში  მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს იპოთეკური ცენტრის მენეჯერის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე.

იპოთეკური ცენტრის მომსახურება სრულიად უფასოა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge