png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

1-ელი ივნისიდან ბათუმის საბაგიროს ტარიფები 50 %-ით ძვირდება

  • ეკონომიკა
  • 19.05.2016
  • 10:41
1-ელი ივნისიდან ბათუმის საბაგიროს ტარიფები 50 %-ით ძვირდება

1-ელი ივნისიდან ბათუმის საბაგირო “არგოს“ ტარიფები 50 %-ით იზრდება. საბაგიროთი სარგებლობა 10 ლარის ნაცვლად 15 ლარი გახდება. ტარიფი გაძვირდება ბავშვებისთვისაც. ამ შემთხვევაში ფასი 5 ლარი გახდება. კომპანიაში ცვლილებებს ფასებთან დაკავშირებით, საბაგიროს მოვლა-პატრონობის ხარჯებს უკავშირებენ. შესამაბისი განცხადებები უკვე გამოკრულია საბაგიროს ტერიტორიაზე. 

„ფასი ავწიეთ არა ჩვენი კომფორტის გამო, არამედ იმიტომ, რომ არ გაგვეჩერებინა საბაგირო. თუ ჩვენ არ გვექნება შესაბამისი თანხები, იმისათვის რომ ექსპლუატაცია შევძლოთ, საბაგიროს ხომ არ გავაჩერებთ? რათქმა უნდა რისკი არის იმისა, რომ შემცირდეს ვიზიტორთა რაოდენობა, მაგრამ პარალელურად ვცდილობთ მაღლა, სადაც გასართობი ცენტრია ის უფრო მეტად დავტვირთოდ“, აცხადებს კომპანია „ჰესტოკ-ბათუმი“ს დირექტორი  გიორგი აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ საბაგირო გზის სისტემა ავსტრიული კომპანია „დოპპელმაიერის“ მიერაა დაპროექტებული. გზის სიგრძე 2586 მეტრია და მასზე მუდმივად 8 ადგილიანი 9 გონდოლა (დახურული ტიპის კაბინები) (5 მ/წმ-ით სიჩქარით) მოძრაობს.

ერთი მიმართულებით გზის დაფარვა შესაძლებელია 10 წუთში, ერთი საათის განმავლობაში კი საბაგიროს 245 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

კულტურულ გასართობი ცენტრი „არგო“ წარმოადგენს სანახაობრივ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ანურიის მთაზე ზღვის დონიდან დაახლოებით 250მ სიმაღლეზე. კომპლექსი მოიცავს რესტორნებს, კაფეებს, სავაჭრო ერთეულებს, ღია დარბაზებს, პოდიუმისა და სახურავის ტერასებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge