იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8 %-ით გაიზარდა
- ეკონომიკა
- 19.05.2016
- 11:06
2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2679 მლნ. აშშ დოლარს (14 პროცენტით მეტი).
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2071 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტი შეადგინა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200