საქართველოში 2015 წლის ყველაზე აქტიურ ბანკად ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით EBRD-იმ საქართველოს ბანკი დაასახელა
- ეკონომიკა
- 19.05.2016
- 11:49
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა EBRD-ის ჯილდოს, „2015 წლის ყველაზე აქტიური ბანკი ვაჭრობის ხელშეწყობის და ფინანსირების კუთხით საქართველოში“ მიღების თაობაზე. ხსენებული ჯილდო საქართველოს ბანკს EBRD–ის „მსოფლიოში ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო მიმწოდებელთა დაჯილდოების“ ფარგლებში გადაეცა.
EBRD- ის TFP (ვაჭრობის დაფინანსების პროგრამა), 1999 წელს დაიწყო. იგი ხელს უწყობს და შესაძლებლობას აძლევს ბანკებს, აქტიურად შესთავაზონ მსურველებს სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების მრავალფეროვანი პროდუქტების სპექტრი. ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დახმარებით EBRD-იმ დღემდე 18.400 ოპერაციას დაუჭირა მხარი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების თანხამ კი 12.8 მილიარდი ევრო შეადგინა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200