primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ რუსულ მედიაში აქტიურად წერენ

  • ეკონომიკა
  • 19.05.2016
  • 11:56
აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ რუსულ მედიაში აქტიურად წერენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირება რუსეთში აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები დაიწყო, რასაც რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დეპარტამენტის მიერ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც რუსეთში ცნობილი ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ აჭარის ტურისტული პოტენციალზე, ღირსშესანიშნაობებზე, რეგიონში დასვენების უპირატესობებსა და ფასებზე ისაუბრეს. შედეგად რუსულ მედიაში 50-მდე სტატია გამოქვეყნდა, სადაც აჭარაში რუსი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რეგიონის მთავარ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნებაზე გამახვილდა ყურადღება.

სტატიები:

  1. http://travel.vesti.ru/
  2. http://www.tourister.ru/

პიარ კამპანიების ფარგლებში დეპარტამენტმა მოსკოვში ჟურნალისტებისთვის პრეს ლანჩს, ხოლო ტურისტული სააგენტოებისთვის კულინარიულ მასტერკლასს უმასპინძლა. მასტერკლასზე ტურისტული სააგენტოები ქართულ სამზარეულოს გაეცნენ და თავადვე მოამზადეს ტრადიციული ქართული კერძები. მასტერკლასის მიზანი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია იყო, რამაც ტურისტული სააგენტოების მოწონება დაიმსახურა. მათ აქტიურად დაიწყეს აჭარის მიმართულებით გასტრონომიული ტურპაკეტების შემუშავება.

რუსეთში მიმდინარე პიარ კამპანიების ფარგლებში ასევე დაწყებულია აქტიური ონლაინ რეკლამა ცნობილ ონლაინ გამოცემებში Travel.ru, Tourister.ru და Tonkosti.ru, რაც სარეკლამო სტატიების, ბანერებისა და ონლაინ კონკურსების განთავსებას გულისხმობს.

სტატია: http://www.tourister.ru/

მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რუსეთში პოპულარული ტელეარხების Моя планета-სა და Пятницаგადამღებ ჯგუფებსაც უმასპინძლა, რომლებმაც აჭარული სამზარეულოსა და რეგიონის გასტრონომიული ტურების შესახებ გადაცემები მოამზადეს. გადაცემა „Планета вкусов“ მრავალფეროვანი აჭარული სამზარეულოს შესახებ ტელეარხ „Моя планета“ ეთერში მაისში გავიდა, რახ შეეხება გადაცემა „Еда, я люблю тебя“ ტელეარხ Пятница-ზე აჭარულ გასტრონომიას ეთერს ივლისში დაუთმობს. ივნისის ბოლოს ტელეარხი Пятница-ს გადამღები ჯგუფი ბათუმს კიდევ ერთხელ ესტუმრება. ამჯერად, არხის ობიექტივში მოხვდება აჭარა, როგორც ქორწინებისთვის ყველაზე რომანტიული და ლამაზი ადგილი. რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღნიშნული არხების გადამღები ჯგუფების გარდა, რუსეთში პოპულარული მედია გამოცემების ჟურნალისტები პრესტურების ფარგლებში გაეცნობიან. ისინი რეგიონს ზაფხულში ეწვევიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ ღონისძიებს რუსი ტურისტების აჭარაში მოზიდვის მიზნით აგვისტომდე გააგრძელებს. ქვეყნების მხრივ რეგიონში შემოსული ტურისტების მიხედვით რუსეთი თურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აჭარას 430 817 რუსი ტურისტი სტუმრობდა.

სტატიები:

  1. http://100dorog.ru/
  2. http://domagazine.ru/
  3. www.tourbus.ru

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge