მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობს
- პოლიტიკა
- 19.05.2016
- 12:10
2016 წლის 19-20 მაისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას მიიღებს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (Resolute Support Mission-RSM) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, სადაც განხილული იქნება ავღანეთში არსებული ვითარება და ნატო-ს მისიის სამომავლო გეგმები.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები მის კოლეგებთან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200