9 ადამიანი დაიღუპა ავღანეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად
- მსოფლიო
- 19.05.2016
- 12:50
ცხრა ადამიანი დაიღუპა ავღანეთში სატვირთო თვითმფრინავის ან-12-ის ჩამოვარდნის შედეგად. ბორტზე უკრაინის ორი, უზბეკეთის ერთი, და აზერბაიჯანის 6 მოქალაქე იმყოფებოდა.
აზერბაიჯანული სატვირთო ავიაკომპანია Silk Way-ის თვითმფრინავი ავღანეთში გუშინ ჩამოვარდა. ინციდენტი დვაიერის აეროპორტიდან აფრენისას მოხდა.
ან-12 საბჭოთა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც აქტიურად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის, საგანგებო სიტუაციებისას სამხერრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადასაყვანად. ასევე სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვებისას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200