დიმიტრი ქუმსიშვილი ლარის კურსზე: აღნიშნული მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა
- პოლიტიკა
- 19.05.2016
- 16:01
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა ლარის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, სტაბილურად მყარდება.
„აღნიშნული მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს გვქონდა“, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს.
ერთერთ ასეთ ფაქტორად ვიცე-პრემიერმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც ზრდადი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. გარდა ამისა, ვიცე-პრემიერმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად აისახება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200