ინდოეთში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია -მედია ასობით გარდაცვლილის შესახებ საუბრობს
- მსოფლიო
- 20.05.2016
- 10:40
რეკორდული ტემპერატურა +51 გრადუსი დაფიქსირდა ინდოეთის რაჯასტანის შტატის ქალაქ ფხალოდიში.
წინა რეკორდი ეკუთვნის 1956 წლის ზაფხულს, როდესაც იმავე შტატის ქალაქ ალვარში თერმომეტრმა +50.6 გრადუსი აჩვენა.
Hindustan Times-ის ინფორმაციით, რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა რაჯასტანის სხვა ქალაქებშიც, ასევე გუჯარათის შტატშიც.
ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, უახლოეს დღეებში სიცხე კიდევ უფრო გაძლიერდება. ჩრდილეო-დასავლეთ შტატებში საფრთხის მაჩვენებლი ”წითელ დონეზეა” შენარჩუნებული, ქვეყნის ამ ნაწილში ტემპერატურა +47 გრადუსს გადააჭარბებს.
ხელისუფლება ძლიერი სიცხით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკას არ აქვეყნებს, თუმცა მედია ასობით დაღუპულის შესახებ იტყობინება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200