png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოქსფამი სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს

  • საზოგადოება
  • 20.05.2016
  • 15:20
ოქსფამი სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს

23 მაისს ოქსფამის  წარმომადგენლობა საქართველოში, სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების დაჯილდოების ცერემონიას მასპინძლობს. აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვლინდება და პრიზებით დაჯილდოვდება სამი გამარჯვებული მოზარდი. 

დაჯილდოების ცერემონია ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

დაჯილდოების ცერემონიამდე ოქსფამის საქართველოს წარმომდგენლობა გაასაჯაროვებს პირველი ეროვნული ნუტრიციის კვლევის  შედეგებს. კვლევის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის   დივერსიფიცირებულ სურსათზე ხელმისაწვდომობის და  მოხმარების შეფასება და ასევე,   ნუტრიციული  ცოდნის  დონისა  და კვებასთან დაკავშირებული ქცევითი ფაქტორების გამოვლენა.   

შეგახსენებთ, რომ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობამ აპრილში გამოაცხადა სამწუთიანი ვიდეო-გაკვეთილების კონკურსი თემაზე „ჯანსაღი საგზალი სკოლისთვის. კონკურსის პირობების თანახმად, 13-დან 18 წლამდე მოზარდებს  თავად უნდა მოემზადებინათ საკუთარი საგზალი (ლანჩ ბოქსი)  ჯანსაღი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტების გამოყენებით და  ესაუბრათ გამოყენებული პროდუქტების თვისებებზე, თუ რატომ თვლიან, რომ ეს კონკრეტული საგზალი არის ჯანსაღი.   სულ შემოვიდა 75 საკონკურსო ნამუშევარი, რომელთა  62 ავტორი საქართველოს რეგიონების მკვიდრია.  კონკურსის  მიზანი იყო დაბალანსებული კვების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი კვების უნარ-ჩვევების  გამომუშავების ხელშეწყობა მოზარდებში.

გამარჯვებულებს დააჯილდოებს კონკურსის ჟიურის წევრები, რომელიც დაკომპლექტებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისგან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge