png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარ რასნაჩს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 20.05.2016
  • 16:07
კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარ რასნაჩს შეხვდა

შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გაიმართა და მასში  მინისტრის პირველი მოადგილე, უწყების დეპარტამენტების, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი და ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობდა.

მინისტრმა სტუმრებს 2012 წლის შემდეგ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და  განაცხადა, რომ რეფორმების მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის განმტკიცება და სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოებაა.  საუბარი შეეხო მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციას, ასევე, პენიტენციური ჯანდაცვას, რომლის ხარისხი რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში პრობაციის სისტემის მუშაობასაც, რომელიც  რეგიონში ერთ-ერთი მოწინავეა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ელექტრონული მონიტორინგის სისტემით სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის აღსრულებაზე, რომელიც საქართველოში ახლახან დაინერგა და საწყის ეტაპზე, არასრულწლოვან მსჯავრდებულებზე ვრცელდება.  

მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ლატვიის  იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა  ყურდღება. ასევე შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პარტნიორობის გაღმავების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრი ლატვიას ეწვევა.

,,საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ლატვიის იუსტიიის მინისტრთან, პენიტენციური და პრობაციის დეპარტამენტების დირექტორებთან და იუსტიცისის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან, სადაც ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ქვეყანას ერთი წარსული გვაქვს და ერთი ცენტრისკენ, ევროპისკენ, ვისწრაფვით.  ლატვიის მხარე  საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შევთანხმდით, რომ განხორციელდება საპასუხო ვიზიტი რაც ურთიერთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღმავებს,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ლატვიის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში  ბოლო დროს მიღწეული პროგრესი შესამჩნევია.

,,საქართველოს, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპულიკას, მემკვიდრეობით ბევრი პრობლემა ერგო და  ამ კუთხით ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ყველა  რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში გატარდა, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს,“ - განაცხადა ლატვიის იუსტიციის მინისტრმა დზინტარს რასნაჩმა.

შეხვედრის დასასრულს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა   კახა კახიშვილმა ლატვიის დელეგაციას პენიტენციური დეპარტამენტის ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა  და მისი მუშაობის სპეციფიკა გააცნო.  

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა  ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge