png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კავკასიელი ხალხების მუჰაჯირობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

  • საზოგადოება
  • 20.05.2016
  • 17:18
კავკასიელი ხალხების მუჰაჯირობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიელი ხალხების მუჰაჯირობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე კავკასიოლოგმა მეცნიერებმა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექცია თემაზე : „21 მაისი - მუჰაჯირობის ტრაგიკული ფურცელი კავკასიელთა  ცხოვრებაში“.

21 მაისი აღიარებულია კავკასიაში  მუჰაჯირობის დღედ, რომელიც გულისხმობს XIX საუკუნეში კავკასიის მკვიდრი მოსახლეობის (აფხაზები, აბაზები, აბაძახები, ბჟედუღები, ჩერქეზები, უბიხები, ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ყაბარდოელები, ოსები, ყუბანისპირელი ნოღაელები და სამხრეთ საქართველოში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველები) იძულებით  გადასახლებას ოსმალეთის იმპერიაში.

კავკასიის ომის უკანასკნელ ეტაპზე, 1859-1864 წლებში, ცარიზმი დაუმორჩილებელი კავკასიელი მთიელების სამშობლოდან ძალდატანებით გასახლებას შეუდგა. ეს პროცესი ცნობილია მუჰაჯირობის სახელით.

2011 წელს კი საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც "გენოციდის აქტად“ აღიარა მე–19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის "მასობრივი განადგურება და მათი იძულებით განდევნა ისტორიული სამშობლოდან“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge