primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკის მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა

  • პოლიტიკა
  • 20.05.2016
  • 17:35
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკის მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამძიმარს უცხადებს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურჩაში, 19 მაისს, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის  ოჯახს და აცხადებს,რომ რამდენიმე დღეში, ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე დაგეგმილ გაეროს ფორუმზე, აღნიშნულ საკითხს საერთაშოსიო საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ დააყენებს.

„გუშინ ხურჩაში მოხდარი მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას. ეს ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვართ, რომელიც აუცილებლად დაიძლევა ჩვენი და თქვენითაობის ძალიან მიზანმიმართული და ჭკვიანური ძალისხმევით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ევროპის კვირეულის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში რეგიონებიდან ჩამოსულსტუდენტებთან შეხვედრაზე.

პრეზიდენტმა დღეს სტუნდენტების შეკითხვებსაც უპასუხა, რომლებიც საქართველო - რუსეთის ურთიერთობებს, საქართველოს ევროინტეგრაციის, ვიზალიბერალიზაციის და ოკუპირებულიტერიტორიების დაბრუნების საკითხს შეეხებოდა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთთან მიმართებაში საქართველოს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა აქვს და მისი მიზანი რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა.

პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც აცხადებს, რომ მას უნდა კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, იმ პირობით, რომ რუსეთი აღიარებსსაქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ძალიან მძიმეა, როცა ირღვევა ადამიანის უფლებები, როცა შენს ტერიტორიაზე შუა სოფელში აბსოლუტურად აბსურდულ და არაფრისმთქმელ მავთულხლართებს ავლებენ , მაგრამ ემოციის აყოლაარაფერს მოგვიტანს.

ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გზა არის შემდეგში - ჩვენ ვავითარებთ საქართველოს  და უფრო ევროპულს, უფრო ევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა დამიზანი ამ პოლიტიკის არის რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანაა" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, რაციონალური დიალოგი ნიშნავს იმას, რომ შენს საზოგადოებას და მოწინააღმდეგე მხარეს აჩვენო, რომ ამ დაპირისპირებაში არც რუსეთი არ არის მოგებული. ესდიალოგი მიგვიყვანს ჩვენ სუვერენიტეტის აღდგენამდე, ეს არის რთული გზა, მძიმე გზა, მაგრამ სხვა ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია.

როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის კონტექსტში, ყველა თვალსაზრისით, უმაღლესიშეფასება გვაქვს. ეს შეეხება, როგორც რეფორმების განხორციელებას, ასევე საერთაშორისო მისიებში ქართველი ჯარისკაცების ძალიან აქტიურ ჩართულობას - ავღანეთში -  ნატოს ფორმატში დაცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში  - ევროპულ ფორმატში.

„ევროინტეგრაციის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია ასევე, ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ სულ მალე უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულებას ველით. ნატოს მიმართულებით, ჩვენ გვაქვსშინაარსობრივი პაკეტი, რომელსაც ვახორციელებთ თუნდაც იმ წვრთნებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მთელი ეს გამოწვევები უაღრესად ადეკვატურადაა პასუხგაცემული", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge