png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროექტი „გერმანული ენის თვე“ გრძელდება

  • საზოგადოება
  • 21.05.2016
  • 11:32
პროექტი „გერმანული ენის თვე“ გრძელდება

დღეს, 21 მაისს  14:00 საათზე  გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის შეხვედრა  „სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში“, რომელიც პროექტ  „გერმანული ენის თვის“  ფარგლებში ხორციელდება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების,  DAAD-სა (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) და გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით.

ეს საინფორმაციო შეხვედრა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის იმ მიზნით, რომ მათ ზუსტი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ  გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის წინაპირობებზე. ამ მნიშვნელოვან  შეხვედრას წაიყვანს  DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტალერი,  აქვე ისაუბრებენ საქართველოს სკოლებსა და გოეთესინსტიტუტში გერმანული ენის შესწავლის აუცილებლობაზე.   

გერმანიაში ინგლისურენოვანი პროგრამების სიმრავლის მიუხედავად, გერმანულენოვან ქვეყნებში საბაკალავრო საფეხურზე გერმანული ენის გარეშე სწავლა წარმოუდგენელია. ეს ეხება, როგორც ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტულ სპეციალობებს, როგორიცაა - მედიცინა და სამართალი. გერმანული ენის ცოდნა სტუდენტს გზას უხსნის სწავლებისა და კვლევის ხარისხით მსოფლიოში გამორჩეული უნივერსიტეტებისაკენ, რომლებშიც სწავლის საფასური ან საერთოდ არ არის, ან სხვა საერთაშორისო პროგრამებთან შედარებით საკმაოდ დაბალია. აქედან გამომდინარე, ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვისაც კი გერმანული ენა გერმანულენოვან რეალობაში კომუნიკაციის აუცილებელ წინაპირობად რჩება.

გერმანული დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისათვის მშობლიურ ენას წარმოადგენს, ამგვარად ამ ენაზე ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გერმანული 140 მილიონზე მეტმა ადამიანმა იცის. გერმანული ენის შესწავლით ადამიანი ეცნობა ძალიან მდიდარ და ისტორიულად მნიშვნელოვან კულტურულ რეგიონს. ამის გარდა, თუ ადამიანს თანამედროვე ევროპასთან და ევროკავშირთან დაახლოება სურს, აქაც გერმანული ენა მრავალი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი საყრდენი. ამავე დროს გერმანული ენის შესწავლა ადამიანს ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შესაძლებლობებსაც აძლევს (მატერიალური უპირატესობა) - ქვეყნები, სადაც გერმანული ენა ძირითადი სალაპარაკო ენაა, განეკუთვნებიან მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანათა რიცხვს და აქვთ მრავალმხრივი ბიზნეს-ურთიერთობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  მნიშვნელობა არ აქვს, სად გინდათ მუშაობის დაწყება -  გერმანულ, ავსტრიულ ან შვეიცარიულ ფირმაში თუ გერმანულენოვან ქვეყნებთან კავშირების მქონე ადგილობრივ ფირმაში - გერმანულის ცოდნა ყოველთვის დაგეხმარებათ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge