png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დამოკიდებულების მქონე პირებისთვის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა

  • საზოგადოება
  • 21.05.2016
  • 12:12
N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დამოკიდებულების მქონე პირებისთვის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, N5 დაწესებულებაში პროგრამა „ატლანტისის“ ამოქმდებასთან დაკაშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სპეციალური პროგრამა წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვისაა გათვალისწინებული და მისი მიზანი დამოკიდებულების დაძლევაა. მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. N5 დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა ქუთაისის N2 დაწესებულებაშიც ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარი მსჯავრდებულები, ორივე დაწესებულებაში, სპეციალურ სივრცეში განთავსდნენ. ორივე დაწესებულებაში  ,,ატლანტისის’ განყოფილებები სათანადო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ევროსაბჭოს დახმარებით, პროგრამაში ჩართული ფსიქოლოგებისთვის, თერაპიის ინსტრუქტორებისა და დამხმარეებისთვის მეთოდური სახელმძღვალოც შედგა.

„ატლანტისი“ აპრობირებული პროგრამაა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის დანერგვას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივმა პროგრამამ შეუწყო ხელი, რომლის ფარგლებშიც სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა სპეციალური კურსი გაიარეს და  გადამზადდნენ. გარდა ამისა,  პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე განყოფილება გამოიყო, როგორც მათი განთავსებისთვის, ასევე, სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით“,  - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

N5 დაწესებულებაში „ატლანტისის“ პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული  ჩაერთო. მათი განცხადებით, ისინი სრულად  ათვითცნობიერებენ საკუთარ პრობლემას და მზად არიან სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დახმარებით პრობლემა დაძლიონ, შემდეგ კი, დამოკიდებულების მქონე სხვა პირებს აღმოუჩინონ დახმარება.

მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენლმა „ატლანტისის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში  მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა დადებითად იმოქმედებს როგორც მსჯავრდებულების მომავალზე, ასევე, საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

„მოხარული ვარ, რომ „ატლანტისის“ პროგრამა ამოქმედდა და მადლობას ვუხდი ყველა მხარეს, რომელიც ჩართული იყო პროცესში.  დაწმუნებული ვარ, ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. „ატლანტისი“ მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ევროკავშირის  წარამომადგენელმა პიტერ დანისმა.

პროგრამა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის  - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდეა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge