png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"გონება შეზღუდული ადამიანია, რომელსაც უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა" - ხერხეულიძე კალაძეზე

  • პოლიტიკა
  • 22.05.2016
  • 22:02
"გონება შეზღუდული ადამიანია, რომელსაც უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა" - ხერხეულიძე კალაძეზე

"გონება შეზღუდული ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა და თქვა, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი საქციელი", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ გადაცემაში "P.S" გააკეთა.

მისივე თქმით, დღეს სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი იყო ხელისუფლების და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი. 

"ვიცე-პრემიერი კალაძე აცხადებდა, სხვათა შორის ისიც გახლავთ კუნთმაგარი და გონება შეზღუდული ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა და თქვა, რომ ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი საქციელი. თურმე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა ამ ზონდერ ჯგუფებს და თურმე საკუთარი თავი აცემინა გიგა ბოკერიამ და საკუთარი თანაპარტიელები. რა მდგომარეობაშია მისი აზროვნების კოეფიციენტი ალბათ ხვდებით. კალაძესაც და სხვებსაც მინდა შევახსენო, რომ ამგვარი არგუმენტები არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გაზიარებული საზოგადოების მხრიდან. ვინაიდან "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და არჩევნების გზით გადააბარა ხელისუფლება. ასე რომ თუ კი შესაძლებელი იქნებოდა ძალმომრეობით ძალაუფლების შენარჩუნება, რომელსაც ივანიშვილი ცალსახად დეკლარირებს, ამის შესაძლებლობა ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას".

ნამდვილი ზომბები გადმოხტნენ, მწყობრი კოლონებით გამოვიდნენ და კონკრეტული ადრესატების, კონკრეტული გვარების მისამართით ავლენდნენ საკუთარ აგრესიას. ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ამბობდნენ, რომ დასაბრედია ბოკერია და არ უნდა გადარჩეს ცოცხალი, რომ გუნავა უნდა მოკლან და ა.შ. გამორჩეული სიბრიყვით გამორჩეული ადამიანები გვყავდა დღეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლა არ იცოდნენ სად იყვნენ, მათ მხოლოდ და მხოლოდ იცოდნენ ის, რომ იყვნენ სამეგრელოში,“-განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge