ევროპის დღეების ფარგლებში ბათუმში სანაპირო ზოლი დასუფთავდა
- ეკონომიკა
- 23.05.2016
- 10:34
ბათუმში ზღვისპირა ზოლი დასუფთავდა. აქცია ევროპის დღეების ფარგლებში მოეწყო და მასში ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის", შპს ,,სანდასუფთავებისა“ და ბათუმის მერიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დასუფთავების აქციაში ასევე ქ. ბათუმის მერის მოადგილემ ალექსანდრე მითაიშვილმაც მიიღო მონაწილეობა.
ევროპის დღეები 8 მაისს გაიხსნა და 24 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში უკვე მოეწყო კულტურული შემეცნებითი და სპორტული აქტივობები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200