იემენში არაბული კოალიციის ავიადარტყმებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 08.10.2015
- 11:00
იემენში არაბული ქვეყნების კოალიციის ავიადარტყმებს სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ავიადარტყმები იემენის დედაქალაქ სანადან 113 კილომეტრის დაშორებით, დამარის პროვინციაში განხორციელდა. რაკეტები ხუსიტების ერთ-ერთი ბელადის სახლს მოხვდა, სადაც საქორწინო ცერემონია იმართებოდა.
მომხდართან დაკავშირებით, კოალიციის მხრიდან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200