png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ნინო გვენეტაძე თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას შეხვდა

  • საზოგადოება
  • 23.05.2016
  • 16:18
ნინო გვენეტაძე თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას შეხვდა

2016 წლის 23 მაისს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ უზენაეს სასამართლოში თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციას, თურქეთის საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორის, მეჰმეტ აქარჩას ხელმძღვანელობით უმასპინძლა. შეხვედრას, ასევე  ესწრებოდნენ: თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს მთავარი პროკურორი - ირაკლი შოთაძე, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე - გიორგი გოგაძე და უზენაესი სასამართლოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის პალატის მოსამართლეები.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ. ნინო გვენეტაძემ მიმოიხილა სამართალწარმოების ხარისხის გაუმჯობესებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებზე.  „იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და იუსტიციის სამინსიტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს მართლმსაჯულების გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს. ამავე დროს, აქტიურად ვუჭერთ მხარს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სისხლის სამართლის პოლიტიკის და რეფორმის წინადადებებს, რომელიც ეხება ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას საქართველოში“ - აღნიშნა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

„განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას შიდა სასამართლო გადაწყვეტილებებში და ამ მიზნით საკასაციო საჩივრის საფუძვლებს ვაფართოვებთ. აღნიშნული ცვლილება უზენაესი სასამართლოს დატვირთულობას კიდევ უფრო გაზრდის.“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვისას. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილების პრინციპთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრაზე თურქეთის რესპუბლიკის საკასაციო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა ქართველ მოსამართლეებს გააცნო თურქეთის მართლმსაჯულების სისტემა და თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი ასპექტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა  ნინო გვენეტაძეს  მადლობა გადაუხადა მიღებისათვის და თურქეთის რესპუბლიკის სახელით უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიწვია მიმდინარე წლის 15-18 ოქტომბერს დაგეგმილ მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. თურქეთის რესპუბლიკის პროკურორთა დელეგაციამ აღნიშნა, რომ საქართველოში მათი ოფიციალური ვიზიტი ემსახურება მართლმსაჯულების სფეროში ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზანს. უზენაეს სასამართლოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასამართლოს ისტორიული შენობა და მასში განთავსებული მართლმსაჯულების მუზეუმი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge