primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

კახა კახიშვილმა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისი გახსნა

  • საზოგადოება
  • 23.05.2016
  • 17:35
კახა კახიშვილმა ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი კონცეფციის ოფისი გახსნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა რუსთავში თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს ახალი ოფისი გახსნა. ახალი კონცეფციის ოფისის გახსნას  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის განცხადებით,  ახალი კონცეფციის ოფისის პროექტის შესარჩევად კონკურსი იყო გამოცხადებული, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო.

„საბოლოოდ,  ასეთი  დიზაინის პროექტი შეირჩა და დამტკიცდა.  პირველი ახალი დიზაინის  კომფორტული ოფისი რუსთავში აშენდა.  ასეთივე  დიზაინით ოფისები  ყველა დიდ ქალაქში იქნება. ახალი  კონცეფციის მეორე  ოფისის შენებლობას ოზურგეთში ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის გიორგი არსოშვილის თქმით, ახალი კონცეფციის ოფისებში, რომელიც ეტაპობრივად თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება,  პირობით მსჯავდებულებთან ინდივიდუალური მუშაობისათვის ყველა პირობა არის შექმნილი. ახალი კონცეფციის ოფისი, ასევე,  იძლევა ჯგუფური თერაპიის განხორციელების შესაძლებლობას.  უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ  ამ ტიპის ოფისებში  პრობაციონერებს  დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს  შეასწავლიან.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, ახალი კონცეფციის ოფისის გახსნა  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კარგი მუშაობის შედეგია.

„სამინისტრო თანაბარ ყურადღებას უთმობს როგორც ციხეებში განთავსებული პირების მდგომარეობას, ასევე, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესს. სწრაფი და უმტკივნეულო რეაბილიტაცია სარგებლობის მომტანია  როგორც მსჯავრდებულების და პრობაციონერების, ასევე, მთელი საზოგადოებისათვის.  ეს არის ხანგრძლივ სამომავლო შედეგზე გათვლილი ინიციატივა,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.

ახალგახსნილი ოფისი, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული, ხელსაყრელია პრობაციონერთა რეგისტრაციის გავლისთვის. ოფისში ფუნქციონირებს  ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები. ახალი კონცეფციის ოფისში კომფორტული გარემოა შექმნილი  სხვადასხვა სერვისის მისაღებად.

ღონისძიებაზე  გამოფენილი იყო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მოქმედი ხის საწარმოში დამზადებული პროდუქცია. ასევე, წარმოდგენილი იყო  პრობაციის ეროვნული სააგენტოს ავტომობილები, რომელიც სასჯელის ახალი სახის - შინაპატიმრობის აღსრულებისთვის გამოიყენება და  ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პირობით მსჯავრებულთა რებილიტაცია- რესოციალიზაციაა. ამ მიზნით სამინისტრო პრობაციონერებს   სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო პროგრამებს სთავაზობს. სამინისტრო,  ასევე, მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურის განახლებასა და  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში  მოყვანას. 

აღსანიშნავია, რომ ოფისის მშენებლობაზე  დასაქმებულნი იყვნენ  პირობით მსჯავრდებულები, რომელთა საშუალო დღიური ანაზღაურება 20 ლარს შეადგენდა.

ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1824 პირობით მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის რუსთავის ოფისში _ 797.  ბიუროში 11 თანამშრომელია დასაქმებული, რომლებიც დღეიდან სრულყოფილად აღჭურვილ, კომფორტულ  გარემოში იმუშავებენ.

ახალი კონცეფციის, სპეციალურად პრობაციის ბიუროებისათვის შექმნილი დიზაინით მოწყობილი ოფისები  ყველა რეგიონში გაიხსნება. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge