png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

  • საზოგადოება
  • 23.05.2016
  • 18:05
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს

საქართველოს მთავრობისგადაწყვეტილებით, პირველიდან 16 მაისამდე პერიოდში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებულიხეხილის ბაღებისა და ვენახის რეაბილიტაციისთვის დაზარალებულ მოსახლეობას რეკომენდებულისასოფლო-სამეურნეო საქონელი, მათ შორის, სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდები ურიგდებათ. დაზარალებულ ფერმერებს აგრობარათებზე 883 700 ლარის ოდენობის ქულები დაერიცხათ.ამ დროისთვის სარგებელი 9 562 ბენეფიციარმა უკვე მიიღო.

ფერმერთათვის პრეპარატების დარიგება დაზიანებული ბაღებისა და ვენახების რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება.

სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დახმარების გაწევის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაყოფი მიაღწევს განვითარების გარკვეულ სტადიას. მაისის დასაწყისშიკახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებშიმომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახების  შემთხვევაში კი,  ეს სტადია მიღწეული არ იყო.

შემდგომში რისკების შემცირების მიზნით, სოფლისმეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს.აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისის შეძენა ყოველწლიურად (მოსავლისთვის სარისკო პერიოდის დადგომამდე) სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხუთ სადაზღვევო კომპანიაშიაშესაძლებელი.

მცენარეთა განვითარების შემდგომ სტადიაზე მოსალოდნელი დანაკარგების და ზარალის შემცირების მიზნით,  2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო  აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პროგრამით გაცემულ პოლისებზე სადაზღვევო ლიმიტმა 193 000 000 ლარი შეადგინა, სადაზღვეო პოლისი გაიცა 29 000 ბენეფიციარზე,  ხოლო სადაზღვევო კომპანიების მიერ 14 000 000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge