primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 23.05.2016
  • 18:16
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც "პოლიტიკური ლიდერები კონფლიქტების თავიდან აცილებისა და შეწყვეტისათვის" თემაზე გაიმართა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რამდენიმე დღის წინ ხურჩაში დატრიალებულ ტრაგედიაზე.

"რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურჩაში,  საქართველოს უდანაშაულო, შეუიარაღებელი, მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, სწორედ საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან ახლოს.

ეს შემაძრწუნებელი ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძირითად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - დავდგეთ ერთად კონფლიქტების თავიდან აცილებისა და დასრულების მიზნით",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადი ვალდებულების თანახმად, საქართველო პირობას დებს გამოიყენოს ყველა არსებული ადრეული გაფრთხილების მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტი და მისი გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მხრივ, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის უზრუნველყოფისთვის.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა მრგვალ მაგიდასთან დისკუსიაში განაცხადა, საქართველო ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის და განაგრძობს წვლილის შეტანას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხში.

მეორე, ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთგული და 

კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ცალმხრივ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას, რომელიც თავდაპირველად 2010 წელს აიღო და რომელიც, საქართველოს პარლამენტმა  2013 წელს დაამტკიცა.

„საქართველო ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი დაპირებაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მესამე ვალდებულებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო პირობას კრიზისის პრევენციისა და გადაჭრის საკითხში პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს საერთაშორისო ძალისხმევას.

„საქართველო ასევე აგრძელებს წვლილის შეტანას გლობალურ უსაფრთხოებაში და სტაბილურობაში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით.

როდესაც საქმე ეხება ინკლუზიური და მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას, საქართველო ვალდებულებას იღებს გააძლიეროს ძალისხმევა კონფლიქტების შედეგად დაყოფილი მოსახლეობის შესარიგებლად და გააგრძელოს ვალდებულებისა და ნდობის გაძლიერების პოლიტიკა.

საქართველო, ასევე პირობას დებს შექმნას უსაფრთხო გარემო იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, როდესაც აღიარებს, რომ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მათი ნებაყოფლობითი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სტაბილური პირობების ქვეშ „-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge