primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

თამარ ხულორდავა საკოორდინაციო საბჭოს რიგით 22-ე სხდომას დაესწრო

  • საზოგადოება
  • 24.05.2016
  • 10:23
თამარ ხულორდავა საკოორდინაციო საბჭოს რიგით 22-ე სხდომას დაესწრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 22-ე სხდომას დაესწრო. სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გენერალური პროკურატურის, ასევე, არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე სამინისტროების წარმომადგენლებმა საკუთარ უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული.

საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. 

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ წარმოადგინა ის რეფორმები, რომელიც სისტემაში უკვე განხორციელდა  და ასევე, ვისაუბრეთ  გეგმებზე, რომელზე დაყრდნობითაც ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარის და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა მიღწევები“ - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 2016-2020 წლების სისტემის განვითარების სტრატეგია წარუდგინა და განაცხადა რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია რჩება, რაც თავის მხრივ  პირობით მსჯავრდებულთა შორის განმეორებითი დანაშაულის პრევენციაზე დადებით ზეგავლენას ახდენს.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge