primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

სამოხმარებლო სესხი თუ განვადება - რა უნდა იცოდეთ ამ საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას

  • ეკონომიკა
  • 24.05.2016
  • 10:33
სამოხმარებლო სესხი თუ განვადება - რა უნდა იცოდეთ ამ საბანკო პროდუქტებით სარგებლობისას

 

ალბათ, ბევრი ჩვენგანი ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როდესაც კონკრეტული ნივთისა თუ მომსახურების  შეძენისას არჩევანის გაკეთება გვიწევს ორ საბანკო პროდუქტს-   სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის.

 

რითი განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება,  რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობაა ფინანსურად უფრო მომგებიანი კონკრეტულ შემთხვევაში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ ორი  პროდუქტით სარგებლობისას.

 

ამ თემებზე თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნინო მასურაშვილს ვესაუბრეთ.

 

 

რა აქვთ საერთო და რით განსხვავდება ერთმანეთისგან სამომხმარებლო სესხი და განვადება?

 

სამომხმარებლო სესხი და განვადება ორივე საბანკო პროდუქტია და ისინი  სამომხმარებლო მიზნობრიობის სესხებს წარმოადგენენ. მათ შორის ძირითადი სხვაობა ის არის, რომ განვადების შემთხვევაში, თქვენთვის სასურველი ნივთის შეძენა  პირდაპირ პარტნიორ მაღაზიაში შეგიძლიათ  ისე, რომ არ დაგჭირდებათ ბანკში მისვლა.  ნივთის საფასური პირდაპირ  პარტნიორ  კომპანიაში გადაირიცხება.

 

სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში კი, თანხას ბანკში იღებთ ნაღდი ფულის სახით და შეგიძლიათ ის თქვენთვის სასურველი მიზნისთვის გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ სასურველი ლიმიტის მოთხოვნაც.

 

სამომხმარებლო სესხი და განვადება ერთმანეთისგან სხვა პარამეტრებითაც განსხვავდება, კერძოდ:

 

  • განვადება მომხმარებელს 15 წუთში, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენისას უმტკიცდებათ; სამომხმარებლო სესხის დასამტკიცებლად კი, პირადობის მოწმობასთან ერთად, შესაძლოა ხელფასის ცნობა და სხვა დოკუმენტებიც მოგთხოვონ. სესხის დამკიცების ხანგრძლივობა 15 წუთიდან ერთ საათამდე მერყეობს.

 

  • განვადებით სარგებლობისას, სასურველი ნივთის მინიმალური ღირებულება 100 ლარია, მაქსიმალური კი 5 000 ლარი შეიძლება იყოს; სამომხმარებლო სესხის ლიმიტი კი 300 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლარია.

 

 

 

რომელი საბანკო პროდუქტია  უფრო მოქნილი და კომფორტული მომხმარებლისთვის: სამომხმარებლო სესხი თუ განვადება?

 

 ამ ჭრილში ორივე პროდუქტი  მოქნილი  და კომფორტულია,  გააჩნია  კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

 

განვადების მოქნილობა, როგორც უკვე აღვნიშნე,  იმაში მდგომარეობს, რომ ის ნაკლებ დროს მოითხოვს და მომხმარებელს არ უწევს ბანკში მისვლა. თუმცა, განვადებით სარგებლობისას, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ  განვადებას  თანხობრივი შეზღუდვა აქვს და ამ პროდუქტით სარგებლობა ნებისმიერი მიზნობრიობისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

 

განვადება ხელმისაწვდომია როგორც ბანკის ფილიალელებსა და სერვის ცენტრებში, ასევე უშუალოდ მაღაზიებსა და მომსახურების ობიექტებში, რომელთა ჯამური რიცხვი 450-მდეა.

 

სამომხმარებლო სესხის შემთხვევში, მომხმარებელი უნდა მივიდეს ბანკის ფილიალში ან სერვის ცენტრში.  მისი აღება ინტერნეტ-ბანკითაც არის შესაძლებელი. სამომხმარებლო სესხის   მიზნობრიობად შეიძლება განვიხილოთ ნებისმიერი რამ,  ლიმიტიც გაცილებით დიდია. მომხმარებელი უფრო მეტად თავისუფალია აღებული თანხის განკარგვისას.

 

 

რას ნიშნავს 0%-იანი განვადება?

 

0%-იანი განვადება მოიაზრებს ყოველგვარი დამატებითი ხარჯის (გაცემის, წინსწრებით დაფარვის და სხვა საკომისიოების) გარეშე განვადებას, მომსახურების ობიექტიდან გაუსვლელად.

 

0%-იანი განვადებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს სასურველი ნივთი და მიიღოს მომსახურება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  საფუძველზე, 15 წუთში.

 

 

 

რა  პარამეტრები უნდა შევადაროთ ერთმანეთს სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მისაღებად, როცა გვაქვს არჩევანი სამომხმარებლო სესხსა და განვადებას შორის ერთი და იმავე მიზნობრიობით ?

 

 

სამომხმარებლო სესხსა  და განვადებას შორის არჩევანის გაკეთებისას, აუცილებლად  უნდა განვიხილოთ, რომელი მათგანი იქნება მომხმარებლისთვის უფრო ნაკლებ დანახარჯებთან დაკავშირებული. ამ დროს მომხმარებელმა შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოს:

  • ერთი და იმავე ვადით, რომელს უფრო დაბალი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ექნება. (აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კრედიტორი ვინც გვაძლევს სესხს, ვალდებულია გვითხრას რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხზე);
  • სად უფრო დაბალია ყოველთვიური შენატანი, სამომხმარებლო სესხის თუ განვადების შემთხვევაში;
  • რა არის მომხმარებლის საჭიროება: ნივთის შეძენა თუ პირადი ხარჯების დაფარვა;
  • რა რაოდენობის თანხა სჭირდება მომხმარებელს? თუ 5 000 ლარზე მეტია საჭირო, მაშინ მან სამომხმარებლო სესხი უნდა აიღოს.

 

 

რას ნიშნავს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რატომ უნდა მიაქციოს მომხმარებელმა მას ყურადღება?

 

ეფექტური საპროცენტო განაკეთი გვიჩვენებს კონკრეტული პროდუქტის ყიდვასთან დაკავშირებულ ყველა სავალდებულო ხარჯების სურათს. ეს პარამეტრი მოიცავს პროდუქტის ნომინალურ განაკვეთს + დამატებითი ხარჯებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად სესხის/განვადების შემთხვევაში გაცემის საკომისიო, ან დაზღვევის საკომისიო, ან ანგარიშიდან გატანის საკომისიო. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ეფექტური განაკვეთის საფუძველზე მიიღოს გადაწყეტილება, რადგან ის კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებულ  სრულ ხარჯებს ასახავს.  

 

არის თუ არა საჭირო  განვადების  ან  სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში უზრუნველყოფა და რა სახის?

 

სესხის უზრუნველყოფა შეიძლება გამოხატული იყოს  ორი ფორმით: თავდებობა და უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა კრედიტორის სასარგებლოდ.  როგორც წესი, უზრუნველყოფა მოითხოვება შედარებით მაღალი სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, სტანდარტულად, განვადების დროს  ბანკი უზრუნველყოფას არ ითხოვს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge