png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

  • საზოგადოება
  • 24.05.2016
  • 11:20
 მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს რეფორმები, ფინანსებზე წვდომის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ინოვაციები და ტექნოლოგიები, ტურიზმისა და ინფრასტუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, - ეს თემები განიხილეს ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ თემატურ შეხვედრას, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ეძღვნებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე და ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი უძღვებოდნენ.

„საქართველოს მთავრობას აქვს რეფორმების ინტენსიური დღის წესრიგი, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. ჩვენ ინფორმაციას ვაწვდით დონორებს და იმედი გვაქვს, მათთან თანამშრომლობით, ჩვენი ეკონომიკური რეფორმები კიდევ უფრო გამყარდება და განვაგრძობთ იმ წარმატებების მიღწევას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ კარგად ვახორციელებთ“, - განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურში ეკონომიკური ზრდის თემატური საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობას მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების უფროსი კაიდო სირელი.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსთან თანამშრომლობს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. „ეკონომიკური ზრდის თემა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს მხარდაჭერას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კაიდო სირელიმ.

"საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად მართავს. შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge