png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი გახსნა

  • ეკონომიკა
  • 24.05.2016
  • 12:38
დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი გახსნა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისში, „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმის „Welcome To Georgia!  National Tourism Award“ გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

მისასალმებელ სიტყვაში, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის კიდევ უფრო განვითარება, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმში დასაქმების ხელშეწყობა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა საქართველოს მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

მისი განცხადებით, საქართველოს კონტრიბუცია მსოფლიო ტურიზმში წლიდან წლამდე იზრდება. ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად იზრდება ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციაც მსოფლიოს  მთლიან შემოსავლებში. 2013 წელს საქართველომ აჩვენა საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, რაშიც კერძო სექტორს მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2015 წლის მონაცემებით საქართველოს 5,901,094 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და წინა წელთან შედარებით 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ეს ფულად ერთეულებში გამოხატული 1.94 მილიარდი დოლარია, ზრდამ კი 8,3% შეადგინა. მისი თქმით, ამ ზრდის მისაღწევად 2015 წელს გატარდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე, მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით, 400 მეტი ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, სავიზო რეგულაციების გამარტივება, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად. შედეგად, შარშან აპრილიდან დაწყებული საერთაშორისო მოგზაურების ზრდის ტენდენცია დღემდე გრძელდება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურისტების ზრდა პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული ვალუტის სიმყარეზე.

ფორუმში გახსნაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და „Welcome To Georgia! National Tourism Award“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მარინა ჩაიკამ.

„Welcome To Georgia! National Tourism Award“-ის ფორუმს უკრაინიდან ტურიზმის ინდუსტრიის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

„Welcome To Georgia! National Tourism Award“  არის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც ტარდება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში. პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყება 16 ივნისიდან.  დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება ნოემბრის ბოლოს, სადაც პროფესიონალი ჟიური და ონლაინ მომხმარებელი 21 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულს გამოავლენს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge