png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„მზიურის“განახლებასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ კონკრეტული დავალებები გასცა

  • საზოგადოება
  • 24.05.2016
  • 14:30
„მზიურის“განახლებასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ კონკრეტული დავალებები გასცა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად მზიურის პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. დავით ნარმანიამ მერიის სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვერეს ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა.

„თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, გარდა ამისა, ჩვენ ვაწესრიგებთ პარკს და მერიის შესაბამის სამსახურებს დღეს მე მივეცი კონკრეტული დავალებები. რაც შეეხება მდინარე ვერეს ხეობის ნაწილს, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა, ჩვენ ყველა ტიპის მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ და ახლა მზადდება პროექტი, რომელიც მზიურის ტერიტორიის გამწვანებას და მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ზაფხულიდან. შემოდგომაზე აქ დაირგვება ხეები, მოწესრიგდება ტერიტორია, რათა რეკრეაციული ფუნქცია, რაც გააჩნდა მზიურის პარკს, მთლიანად აღდგეს და მოსახლეობას ჰქონდეს დასვენების, განტვირთვის საშუალება,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

„მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის,საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება. თბილისის მერია ადაპტირებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად უზრუნველყოფს, მათ შორის, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაფე აღიჭურვება ადაპტირებული სველი წერტილებით, უკვე დამონტაჟდა პანდუსი, გამაგრდა საყრდენი კედლები და შენობა გადაიხურა თანამედროვე სამშენებლო მასალებით.  გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები.

ძველი ამფითეატრისა და კაფის შენობები თბილისის მერიამ ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გასულ წელს გადასცა.აღნიშნულის შესახებ  თხოვნით მერიას ფოტოგრაფმა და უფლებადამცველმა ანა გოგუაძემ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.

პარალელურად,მიმდინარეობსმომსახურეპერსონალისგადამზადება. უსინათლოთათვის კეთდება სანიშნეები, მენიუებსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონეპირებისთვის დამონტაჟდება სპეციალური მანიშნებლები.

„მზიურის“ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო მოედნების მოწყობაც. წლების განმავლობაში პარკს არ ჰქონდა გარე განათება. თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ლამპიონების დამონტაჟება. 

პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და პარკის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge