png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ტურიზმის ფორუმზე „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ახალი კომპონენტების პრეზენტაცია გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 24.05.2016
  • 15:48
ტურიზმის ფორუმზე  „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის  ახალი კომპონენტების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ  ეროვნული ტურიზმის 2016 წლის დაჯილდოებაზე  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისებისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტები წარადგინა.

 

24 მაისს გამართულ  ტურიზმის ყოველწლიურ  ფორუმზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ ტურიზმის სფეროს განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და შემუშავებული მექანიზმები განიხილავს.

 

ღონისძიებაზე მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნული ახალი კომპონენტების პრეზენტაცია გამართა და აუდიტორიას დაწვრილებით გააცნო პროგრამის დეტალები, მათი პოზიტიური გავლენა ტურისტების ნაკადის ზრდასა და ზოგადად, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 

შეგახსენებთ, რომ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ გულისხმობს ე.წ cash rebate მექანიზმის დანერგვას, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში  დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებას მოიაზრებს. „გადაიღე საქართველოში“ მნიშვნელოვნად უწყობს  ხელს უცხოელი კინომწარმოებლეის საქართველოთი დაინტერესებას და განაპირობებს ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღები ცენტრის პოზიციონირებას, ასევე,  წარმოადგენს სტიმულს ბევრი აღიარებული საერთაშორისო რეჟისორისა თუ პროდიუსერისთვის ჩამოვიდეს საქართველოში, გამოიყენოს  ახალი შესაძლებლობა და დაინახოს მისი პოტენციალი.

კიდევ ერთი ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი „უმასპინძლე საქართველოში“, რომელსაც კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის მსგავსად ასევე მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს,  სასტუმროს აშენებით დაინტერესებულ მეწარმეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაიოლების კუთხით მხარდაჭერას სთავაზობს და ყველანაირ პირობებს ქმნის საერთაშორისო ბრენდის ქართულ ბაზარზე შემოსაყვანად. შესაბამისად,   გავლენას ახდენს ქვეყნის პოპულარიზაციაზე, უფრო მიმზიდველს ხდის საქართველოს და ხელს უწყობს ტურიზმის სფეროს კიდევ უფრო განვითარებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge