”თალიბანმა” მოძრაობის ლიდერის მოლა მანსურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა
- მსოფლიო
- 25.05.2016
- 10:36
”თალიბანის” წარმომადგენელმა აშშ-ის სამხედრო ავიაციის დარტყმების შედეგად მოძრაობის ლიდერის მოლა მანსურის მოკვლის ფაქტი დაადასტურა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფების ახალი ლიდერი ხაიბათულა ახუნზადა გახდება.
21 მაისს ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავებმა სარაკეტო დარტყმები მიაყენეს პაკისტანის დასავლეთით ქალაქ ქვეთის რაიონს. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდა რომ ავიაერიშის შედეგად ”თალიბანის” ლიდერი მოლა ახტარ მანსური დაიღუპა.
მანსური ”თალიბანს” სათავეში 2015 წელს მოლა ომარის დაღუპვის შემდეგ ჩაუდგა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200