ავღანეთში აფეთქებას ათი ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 25.05.2016
- 10:52
სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან მომხდარი აფეთქებისას.
ტელეარხ Tolo News-ის ცნობით, აფეთქების ხმა ქალაქ პაგმანში გაისმა, რომელიც ქაბულის დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. ქვეყანაში არცერთ მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200