„რედისონთან“ მომხდარი სროლის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- სამართალი
- 08.10.2015
- 14:45
სასტუმრო „რედისონთან“ მომხდარი სროლის ფაქტზე, საპატრულო პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სასტუმრო "რედისონის" მიმდებარე ტერიტორიაზე გასროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. სამართალდამცველების მიერ ამჟამად გადაღობილია სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200