20 ავტომობილი მიწის ქვეშ - რა მოხდა ფლორენციაში
- მსოფლიო
- 25.05.2016
- 15:54
ფლორენციაში გზა ჩაინგრა და ავტომობილები მიწის ქვეშ ჩაიტანა
იტალიის ქალაქ ფლორენციის ცენტრში გზის 200-მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა და ავტომობილები მიწის ქვეშ ჩაიტანა. ინციდენტი მდინარე არნოს სანაპიროზე ცნობილი ხიდის მონტე-ვეკიოს სიახლოვეს მოხდა.
ავტოსადგომზე გაჩერებული 20 ავტომობილი მიწისქვეშ აღმოჩნდა.
ქალაქის მერის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამაშველო სამსახურების წარმომადგენლების თქმით, გზის ჩანგრევა მიწისქვეშა მილსადენის დაზიანებამ გამოიწვია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200