png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

EBRD-ი „საქართველოს ბანკს“ 100 მლნ დოლარს გამოუყოფს

  • ეკონომიკა
  • 27.05.2016
  • 13:56
EBRD-ი „საქართველოს ბანკს“ 100  მლნ დოლარს გამოუყოფს

EBRD-ი  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ევროკავშირის სტანდარტებზე გადაწყობაში დაეხმარება, რათა მათ სრულად  მოახდინონ იმ შესაძლებლობების სრული პოტენციალის რეალიზაცია, რასაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გულისხმობს.

ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში EBRD-ი სს „საქართველოს ბანკს“ 100 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს (დაახლოებით 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს, რათა მოხდეს ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

როგორც EBRD-ში განმარტავენ, დაფინანსების ხსენებული მექანიზმი მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის $50 მილიონიან დაფინანსებას, ცალკე ამ სეგმენტის $40 მილიონიან დაფინანსებას და  ამავე სეგმენტში მოქმედი ქალი მეწარმეებისთვის $10 მილიონიან დაფინანსებას - ყოველივე ეს ადგილობრივ ვალუტაში - მიმართული იქნება სს „საქართველოს ბანკიდან“ კერძო სექტორზე გადასესხების მიზნით.

“აღნიშნული დაფინანსების მექანიზმი უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს დაეხმარება პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების და წარმოების მოდერნიზაციის მიზნით კაპიტალდაბანდების განხორციელებაში, რათა ამგვარად დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები. შედეგად, ხელსაყრელი გარემო შეიქმნება საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირი დაინტერესებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს 15 პროცენტამდე საინვესტიციო მასტიმულირებელ ფაქტორად გამოუყოფს ტექნიკურ დახმარებას. მას საკონსულტაციო მომსახურების სახე ექნება და საერთაშორისო ექსპერტების მიერ  იქნება მოწოდებული ევრობანკის მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ასევე, დაფინანსების ეს მეზანიზმი გაზრდის წვდომას ადგილობრივ ვალუტაში გამოხატულ საკრედიტო რესურსებზე - რაც ძალზედ საჭიროა - და უშუალოდ ქალი-მეწარმის მართვის ან მფლობელობის ქვეშ არსებულ საწარმოებს დაეხმარება ფინანსების, ტექნიკური ცოდნისა და კონსულტაციების მიღებაში”, აცხადებენ EBRD-ში.

ეს ძალიან მიმზიდველი დაფინანსების ინსტრუმენტია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, კომერციული ბანკებისთვის.  ყოველივე ამის მიზეზია შემდეგი:

  • მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის კრედიტების გაცემა ადგილობრივ ვალუტაში მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,
  • ვადიანობა 5 წლამდე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი - 2 წელი იქნება,
  • საინვესტიციო მასტიმულირებელი ფაქტორის სახით 15% ექნებათ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (თანხის დაბრუნების სახით),
  • პირველი სესხის რისკის დაზღვევა უზრუნველყოფილია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის ჯამური ოდენობის თითქმის 10 პროცენტზე,
  • საერთაშორისო ექსპერტების მიერ უფასო ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა მოხდება კვალიფიციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის,
  • ახალ ტექნოლოგიებსა და აპრატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების ხელშეწყობა იქნება შესაძლებელი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge