png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"თავისუფალ დემოკრატებს" ვალერი ჩეჩელაშვილი შეუერთდა

  • პოლიტიკა
  • 27.05.2016
  • 14:43
 "თავისუფალ დემოკრატებს" ვალერი ჩეჩელაშვილი შეუერთდა

პარტია "თავისუფალ დემოკრატების" ლიდერმა საზოგადოებას დღეს პარტიის ახალი წევრი ვალერი ჩეჩელაშვილი წარუდგინა. ირაკლი ალასანიამ მას პარტიის მანდატი გადასცა.

ვალერი ჩეჩელაშვილი 2016 წლიდან არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იგი 1989 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა დიპლომატიის სფეროში და ეკავა სხვადსხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვალერი ჩეჩალაშვილი დაჯილდოებულია სხვადასხვა მედლითა და ორდენით. არის რამდენიმე ათეული პუბლიკაციის ავტორი რეგიონულ ეკონომიკურ თანამშრომლობისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ძლიერ, პროფესიონალს, თავისი საქმის უბადლო მცოდნე ადამიანს ვალერი ჩეჩელაშვილს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ პოლიტიკაში ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და ეს მისი პოლიტიკაში შემოსვლა დაუკავშირა ,,თავისუფალ დემოკრატებს“, ჩვენს პოლიტიკურ ძალას.
ბატონი ვალერი არის ძალიან ცნობილი დიპლომატი. მე მინდა გავიხსენო რამდენიმე მისი სამოღვაწეო ასპარეზი. ის იყო სუამის გენერალური მდივანი. ასევე იყო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (ბისეკის) გენერალური მდივანი. ორივე ამ პოსტზე ორჯერ იყო არჩეული. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, იმას თუ როგორ აფასებს რეგიონალური ქვეყნები მის პროფესიონალიზმს და რამხელა ნდობა აქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.
ასევე მინდა ავღნიშნო რომ სწორედ ბატონი ვალერი იყო პირველი ელჩი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში უკრაინაში.
მას აქვს საკმაოდ დიდი, რთული მაგრამ აუცილებელი გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობის. ის იყო ჩვენი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.
ჩვენ ,,თავისუფალი დემოკრატები“ ბატონ ვალერისთან ერთად ვიმუშავებთ ეკონომიკური დიპლომატიის განვითარების და საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის.
ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება რომ მოვიზიდოთ ინვესტორები რეგიონალური ქვეყნებიდან და ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ამ კუთხით. დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ“,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

‘’თავისუფლება და დემოკრატია არის ორი ყველაზე მეტად ღირებული სიტყვა პოლიტიკაში. მთლიანად ვიზიარებ ‘’თავისუფალი დემოკრატების მიდგომებსა და ხედვებს, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში; ეს არის ახალი პოლიტიკური ფილოსოფიის მატარებელი პარტია, ორიენტირებული აღმშენებლობასა და წინსვლაზე და არა შუღლსა და შურისძიებაზე. პარტიაში გაერთიანებულია პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი პიროვნებები, ყველას გავლილი აქვს სერიოზული პროფესიონალური გზა და დაგროვილი აქ ავტორიტეტი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; პარტიის წევრთა უმრავლესობასთან მაკავშირებს მრავალწლიანი სამეგობრო ურთიერთობა. მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მომავალ გამარჯვებაში’’,-განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge