png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი შევიდა

  • ეკონომიკა
  • 27.05.2016
  • 15:46
ბათუმის პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი შევიდა

ბათუმის საზღვაო პორტში ევროკავშირის ყველაზე დიდი სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმი“ შევიდა, რომლის მეშვეობით  შავი ზღვის უნიკალური ქართულ-უკრაინული კვლევა ხორციელდება. კვლევის მიზანი შავი ზღვის ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებაა. კვლევაში მონაწილეობენ მეცნიერები უკრაინიდან, საქართველოდან და ევროკავშირის ხუთი სახელმწიფოდან.  

 აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის კვლევა ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო უწყებებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობით.

 კვლევის პირველი ეტაპი ჩატარდა 17-23 მაისს უკრაინის ეკონომიკურ ზონაში.

ამის შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი ხომალდი „მარე ნიგრუმ“ გავიდა ოდესის პორტიდან და გაემგზავრა ბათუმის მიმართულებით. ნაოსნობის მსვლელობაში მიმდინარეობდა კვლევები შავი ზღვის ღრმაწყლიან ცენტრალურ ნაწილში. კვლევითი პროგრამა დასრულდება 30 მაისს საქართველოს ეკონომიკურ ზონაში.    

შავი ზღვის ერთობლივი კვლევის ფარგლებში ჩატარდება უნიკალური დაკვირვებები, რომლებიც არასდროს შესრულებულა შავი ზღვის კვლევის ისტორიაში.

კვლევა ასევე ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის მიერ ზღვის სტრატეგიის შესახებ ევროკავშირის დირექტივების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით. 

შავი ზღვის ერთობლივი კვლევა ხორციელდება „შავი ზღვის  გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესების“ (EMBLAS) პროექტის ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებლები არიან ევროკავშირის კომისია (EC) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge