primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ვენეციის კომისია საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს

  • პოლიტიკა
  • 28.05.2016
  • 11:28
ვენეციის კომისია საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს

ვენეციის კომისია საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ისაუბრა.

„ხალხზე ზრუნვის, გაჩერებული ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ნაბიჯების გადადგმისა და გაზრდილი სიღარიბის დასაძლევად მუშაობის ნაცვლად, “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას აგრძელებს.

მთავრობის სამიზნე ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოა, რომელიც წინაღობად ექცა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნისთვის საზიანოს ურვილების ასრულების გზაზე.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილი ცვლილებების დემოკრატიულ ნორმებთან შეუსაბამობასა და მიზანშეუწონლობაზე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაშია საუბარი.

ვენეციის კომისია უარყოფითი აზრისაა, რომ შეტანილი ცვლილებებით

საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ეზღუდებათ თავიანთი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში საქმეების განხილვის უფლება; საქმის არსებით განხილვამდე, კანონმდებლობის სადაო მუხლის შესაჩერებლად სასამართლოს პლენუმის და არა პალატის გადაწყვეტილება გახდა საჭირო; პლენუმის მიერ გადაწყვეტილებათა მიღება გაზრდილი ქვორუმით უნდა მოხდეს, და ძალაში შესასვლელად, გადაწყვეტილებებზე მოსამართლეთა ხელმოწერის იმგვარი სისტემა ამოქმედდა, რაც მოსამართლე ტურავას საქციელს დამკვიდრებულ პრაქტიკად აქცევს (შეგახსენებთ: მოსამართლე ტურავა უარზე იყო, ხელი მოეწერა გიგი უგულავას საქმეზე სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და ამით გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გაეჭიანურებინა). 

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე 4 თვით ადრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაზიანებისა და მისი ეფექტურობის შესუსტების მცდელობა ნათლად ავლენს ივანიშვილის რეჟიმის არსს, რომ, მილიარდერის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იგი საფრთხეს უქმნის ქართველი ხალხის დემოკრატიულ მონაპოვარს, მის კეთილდღეობას და ევროპულ პერსპექტივას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს დაზიანების ანტიკონსტიტუციური მცდელობა.

ვენეციის კომისიის პოზიცია საკონსტიტუციო სასამრთლოს შესახებ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილი ცვლილებების საკვანძო ასპექტებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ მოსამართლეებს ეზღუდებათ თავიანთი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში საქმეების განხილვის უფლება.

“ძნელია, გაიგო, რატომ არ შეიძლება, მოსამართლეებმა სრულად განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური ფუნქცია მანდატის [ამოწურვამდე] ბოლო სამი თვის განმავლობაში.” (პარაგრაფი 20)

“ევროპული გამოცდილებით, სამთვიანი პერიოდის შემოღება თვითნებური ჩანს.” (პარაგრაფი 22)

[კომისია] “დაჟინებულ რეკომენდაციას იძლევა, რომ ამორებულ იქნას დებულება - სავარაუდოდ, ანტიკონსტიტუციური - რომელიც ამცირებს მოსამართლეთა უფლებამოსილებას მათი ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში.”(პარაგრაფი 26)

საქმის არსებით განხილვამდე, კანონმდებლობის სადაო მუხლის შესაჩერებლად სასამართლოს პლენუმის და არა პალატის გადაწყვეტილება გახდასაჭირო; პლენუმის მიერ გადაწყვეტილებათა მიღება გაზრდილი ქვორუმით უნდა მოხდეს

ერთი მოსამართლის მიერ დაყენებული საკითხის უარსაყოფად, რომ საქმე პალატიდან პლენუმ გადაეცეს “ორი მესამედის მოთხოვნა გადაჭარბებული ჩანს. ეს ნორმა მოსამართლის მიერ ადვილად შეიძლება იქნას ბოროტად გამოყენებული.”(პარაგრაფი 37)

“გაზრდილ ქვორუმთან ერთად, [პლენუმის მიერ გადაწყვეტილებათა მიღესაღებად კვალიფიცური უმრავლესობის მოთხოვნის დაწესება] გადაჭარბებულია და მოსამართლეთა უმცირესობამ ადვილად შეიძლება შეუშალოს ხელი სასამართლოს, მიიღოს გადაწყვეტილებები.” (პარაგრაფი 44)

“ეს ცვლილება იმ ცვლილებასთან კავშირში უნდა შეფასდეს, რომლითაც ფუნქციების ნაწილი პალატიდან პლენუმზე გადადის. ერთად აღებული, ეს ნორმები გარკვეულწილად გაართულებს, საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი ამოცანის შესრულებას - მოახდინოს კანონმდებლობაში არაკონსტიტუციური ნორმების დენტიფიცირება და ამოღება.(პარაგრაფი 45)

“ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 44 მუხლის მე-2 პუნქტიდან იმ მოთხოვნის ამოღებას, რომ პლენუმმა გადაწყვეტილებები მინიმუმ 6 ხმით უნდა მიიღოს.” (პარაგრაფი 48)

ძალაში შესასვლელად, გადაწყვეტილებებზე მოსამართლეთა ხელმოწერის ახალი სისტემის ამოქმედება - “საკონსტიტუციო სასამართლოს შეუფერხებელი ფუნქციობის პრინციპი მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტუაცია, როდესაც ერთი მოსამართლის ხელმოწერის არარსებობა - იმის მიუხედავად, განზრახ გააკეთებს ამას მოსამართლე თუ არა - აბრკოლებს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას.” (პარაგრაფი 51)

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge