png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს

  • საზოგადოება
  • 28.05.2016
  • 11:32
შიდა ქართლის სოფლებში მოსახლეობას აგროდაზღვევის პროგრამა გააცნეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ამირან შავშიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შეხვდა.

ლევან მაღრაძემ მრავალწლოვანი ხეხილის დაზღვეული ბაღები დაათვალიერა და ფერმერებთან აგროდაზღვევის პროგრამის მიმდინარეობის დეტალები განიხილა. გორის რაიონის სოფლებში ზერტში, ხელთუბანსა და კარალეთში მცხოვრებ ფერმერებს პროგრამის მენეჯერმა სრული ინფორმაცია მიაწოდა პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის შესახებ. ლევან მაღრაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფერმერი, რომელიც აგროდაზღვევის პროგრამის ბენეფიციარი უნდა გახდეს, ხელშეკრულების გაფორმებამდე დეტალურად გაეცნოს იმ პირობებს, რომელსაც პროგრამა ითვალისწინებს. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური აგროდაზღვევის პროექტის მიმდინარეობის პროცესში გარკვეული სახის პრობლემის გაჩენის შემთხვევაში ოპერატიულად ჩაერთვება.

საქართველოს მასშტაბით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 1,029 პოლისი გაიცა. სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 850,200 ლარი შეადგინა.

2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას  პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო. 2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

  • გაცემულია 28,690 პოლისი
  • დაზღვეული ფართობი შეადგენს 23,667 ჰა
  • ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი
  • ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება
  • 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 13,770,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს

აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან  წელსაც  10 მილიონ ლარს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge