საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს დაინიშნა
- პოლიტიკა
- 28.05.2016
- 13:35
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 2016 წლის 30 მაისს 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში (თბილისი, მ.აბდუშელიშვილის ქ.1) გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
- მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
- რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
- უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200