png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები ანაკლიის პორტის პროექტს გაეცნენ

  • ეკონომიკა
  • 29.05.2016
  • 14:47
დიპლომატიური ტურის ფარგლებში ელჩები ანაკლიის პორტის პროექტს გაეცნენ
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ორგანიზებული დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქსრთველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები ანაკლიის ღრმაწყლივანი პორტის ტერიტორიას ეწვივნენ და ასევე მოინახულეს ცაიშის სასათბურე მეურნეობა.​
ანაკლიის პორტის პრეზენტაცია დიპლომატებს წარუდგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა ახალაძემ. პრეზენტაციის ფარგლებში მან უცხოელ ელჩებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ტრანზიტული კორიდორისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მხრივ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აგრეთვე ეწვივნენ ცაიშის სასათბურე მეუნეობას, რომლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და დღეს 9 ჰექტარზეა გაშენებული. მეურნეობის მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია სასოფლო მეურნეობაში პროდუქტის წარმოების შესახებ. მეურნების გახსნის დღიდან დასაქმდა უამრავი ადგილობრივი მაცხოვრებელი.
"ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება უცხოური ტექნოლოგიებით სახელმწიფოს დახმარებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შექმნა პროდუქტი, რომელიც შემდეგ საექსპორტო ბაზრებზე იქნება ორიენტირებული და ასევე ქვეყანაში ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულ პროდუქციას გაუწევს კონკურენციას. დიპლომატებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ეს ობიექტი და ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ მათ ქვეყნებში მოხდეს ასევე ამ პროდუქციის ექსპორტი. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას ყველა ამ ქვეყანასთან, ასევე ინვესტიციების კუთხით მათთან თანამშრომლობას და საექსპორტო ბაზრების განვითარებას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დღეს დიპლომატები ეწვივნენ ამ ობიექტს" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.​
დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება.​
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge