საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება
- პოლიტიკა
- 30.05.2016
- 09:48
30 მაისს 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200