png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს

  • საზოგადოება
  • 30.05.2016
  • 09:55
ზოოპარკი საჩუქრად 22 ცხოველს მიიღებს

თბილისის ზოოლოგიური პარკი ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების მეორე ნაკადს მიიღებს. შვიდი სამხრეთ ამერიკული კოატი, ორი ინდური მაჩვზღარბა და ათის ზოლებიანი მანგუსტი დუისბურგის ზოოპარკიდან (გერმანია), ხოლო 3 ლურჯი გნუ პლანკენდეილის ზოოპარკიდან (ბელგია) ჩამოვა.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცხოველები 30 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან. ზოოპარკის ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა. თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ინიციატივას, სტიქიით დაზარალებული თბილისის ზოოპარკის კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. კოლექციის შევსების გეგმა EAZA-ს მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

„წყალდიდობის შემდეგ ევროპის ზოოპარკებმა აქტიური კამპანია დაიწყეს თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველებისა და მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩვენი მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ ბ-ნი მარიო ჰოდემეკერი და ქ-ნი იოზი კოკი ფონდ „ალერტისიდან“. უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგების დახმარებისთვის. როგორც იცით, რიგის ზოოპარკმა უკვე გამოგვიგზავნა საჩუქრად 7 ცხოველი. ახლა 22 ახალი ბინადარი შემოგვემატება. მათ დასაბინავებლად ყველაფერი მზადაა. გარდა ამისა, ვასრულებთ ვოლიერების მშენებლობას იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ“, - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუებს, ემუებს, ფაფრიან ცხვრებსა და ხალებიან ირმებს ელოდება ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან.

ზოოპარკის დამთვალიერებლები ახალი ცხოველების მონახულებას 30 მაისიდან შეძლებენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge