png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დიპლომატები სამეგრელოს რეგიონის შესაძლებლობებს გაეცნენ

  • საზოგადოება
  • 30.05.2016
  • 10:07
დიპლომატები სამეგრელოს რეგიონის შესაძლებლობებს გაეცნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე დიპლომატიური ტურის ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. 

უცხოელ ელჩებს რეგიონის პრეზემტაცია სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ  გააცნო. მან დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელიც რეგიონში განხორციელდა. გუბერნატორმა  მადლობა გადაუხადა საგარეო უწყებას და დიპლომატებს სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისთვის.  რეგიონის პრეზენტაციისას ვრცლად ისაუბრეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის შესახებ, პროექტის მიმდინარეობასა და პოტენციალზე. დიპლომატებს ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.  საკუთარ გამოსვლაში, მინისტრმა ისაუბრა სამეგრელოს რეგიონის როგორც კულტურულ, ასევე ეკონომიკურ მახასიათებლებზე, რეგიონის  საინვესტიციო და ეკონომიკურ პოტენციალზე.  ​

"დღეს დიპლომატებმა მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. 3500-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამეგრელოში. დიპლომატებმა  ასევე მიიღეს ინფორმაცია იმ ტურისტული შესაძლებლობების შესახებ, რომელიც რეგიონშია. ხაზი გაესვა სამეგრელოს რეგიონის მნიშვნელობას ლოჯისტიკური მიმართულებით, სატრანსპორტო მიმართულებით,  მაგალითად  ანაკლიის  ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ქმნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს რეგიონისთვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან ბევრი ახალი საწარმო იხსნება,  პროდუქციას, რომელიც ექსპორტზე არის ორიენტირებული,  ძალიან დიდი შემოსავალი შემოაქვს რეგიონისთვის. ეს ინფორმაცია საინტერესოა დღეს აქ წარმოდგენილი ელჩებისთვის, როგორც საექსპორტო პოტენციალის გასაცნობად, ასევე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით." - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პრეზენტაციის დასრულების შემდგომ. 

საქართველოში აკრედიტებული 40-მდე რეზიდენტი და არა რეზიდენტი ელჩი "დიპლომატიური ტური 2016" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონს ეცნობა. დიპლომატიური ტური საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს რკინიგზის თანამონაწილეობით ტარდება. ​

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge