png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ნოემბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ანდრეი კისკა: მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს

  • პოლიტიკა
  • 30.05.2016
  • 13:12
ანდრეი კისკა: მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს

სლოვაკეთის პრეზიდენტის ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა  მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ანდრეი კისკას განცხადებით, საქართველომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროს ევროპისაკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, რაშიც სლოვაკეთი მხარდაჭერას უცხადებს.

„მოგესალმებით, მსურს აღვნიშნო, რომ სანამ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდი ბევრი საუბარი მქონდა საქართველოს შესახებ, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საქართველოს, როგორ გვესმის თქვენი ქვეყანა, რა შეხედულებები გაგვაჩნია.

ეს არის ქვეყანა, რომელიც მდიდარია ისტორული მემკვიდრეობით, ულამაზესი ბუნებით. საქართველოში გატარებული პირველივე საათების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ წავალ უდიდესი შთაბეჭდილებებით.

მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას კიდევ უფრო დიდი იმპულსი მივცე.

მოხარული ვარ, რომ მე მახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებთან ერთად ასეულობით კილომეტრით მოვცილდები დედაქალაქს, ვიმოგზაურებ თქვენს ქვეყანაში, ჩვენ შევისწავლით გარემოს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას.

ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა და იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს.

მე ჩამოვედი, იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ და თქვენს ხალხს იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს.

ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ.

პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით ამ საკითხს.  ჩვენ თითქმის ერთი ზომის ქვეყნები ვართ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ში თქვენი გაწევრიანება გახდეს რეალობა.

როდესაც ჩვენ გავხდით ნატო-ს წევრები, ჩვენი მშობლები ვერც კი იოცნებებდნენ ამის შესახებ, ივლისში კი, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის პრეზიდენტი ხდება.

ასოცირების შეთანხმება საქართველოს საკმაოდ დიდ ძალას აძლევს ამ გზაზე. ეს არის ის ბილიკი, რომელზეც თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ივლით იმ ერთადერთი მიმართულებით, რომელსაც ევროპული გზა ჰქვია.

მე და პრეზიდენტმა ვისაუბრეთ საქართველოს ნატო-ს მომავალი წევრობის შესახებ. მიმაჩნია, რომ ნატო-ს ბოლო სამიტის შემდეგ თქვენ კარგი მოლოდინები უნდა გქონდეთ, იმის შესახებ თუ როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა.

უამრავი რამ გაკეთდა, საკუთრივ ნატო-ს სამხედრო წვრთნები, რომლებიც ერთობლივად ჩატარდა საქართველოში. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სამიტზე გაცილებით დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს თქვენი ქვეყანა ბატონო პრეზიდენტო.

რაც შეეხება რეფორმებს, რომლებსაც თქვენ ატარებთ, იგივე იყო სლოვაკეთშიც. როდესაც ჩვენც უნდა შეგვესრულებინა პირობები გაწევრიანების შესახებ. ბევრი რეფორმა გავატარეთ, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ხალხის სასიცოცხლო სტანდარტებმა დაიკლო კიდეც, თუმცა მოკლე ხანში რეფორმებმა პოზიტიური შედეგი გამოიღო.

მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს მეგობულ ურთიერთობას - მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთში სამით-ერთი გავიმარჯვეთ, და ასევე, დავამარცხეთ გერმანელები, ფეხბურთი ჩვენს მეგობრობას ვერ შეუშლის ხელს.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ თბილი დახვედრისთვის. ჩვენც შევეცდებით, რომ სლოვაკეთში თქვენს პრეზიდენტს სათანადოდ ვუმასპინძლოთ”, - განაცხადა ანდრეი კისკამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge