primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

ვახტანგ გომელაურმა ბირთვულ მეცნიერებასტან დაკავშირებით მსოფლიო კონგრესი გახსნა

  • პოლიტიკა
  • 30.05.2016
  • 14:19
ვახტანგ გომელაურმა ბირთვულ მეცნიერებასტან დაკავშირებით მსოფლიო კონგრესი გახსნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი“ გახსნა.

უწყების ინფორმაციით, გახსნის ცერემონიალზე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი დავით სერგეენკო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე , სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ოპერაციების დეპარტამენტის J3/7 დირექტორი გარი ბლორი გამოვიდნენ.

ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქბრბ რისკების მიმართულებით რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მისი თქმით, არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად სახელმწიფოს მხრიდან შემუშავდა სტრატეგიული, მეთოდური გეგმა უსაფრთხოების მკაცრი ზომების გატარების თვალსაზრისით.

„რისკის ან საფრთხის შემცველი ნებისმიერი კერა და ობიექტი სახელმწიფოს მხრიდან ექვემდებარება მუდმივ კონტროლს და მონიტორინგს. საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს, რომ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის და კონფლიქტის კერებთან სიახლოვის გამო სახელმწიფოში არსებობს აღნიშნული მასალების უკანონო შემოტანის, ასევე ქვეყნის ტერიტორიის ტრანზიტისთვის გამოყენების რისკიც. ამ კუთხით ხელსაყრელ გარემოს ქმნის ოკუპირებული ტერიტორიების არსებობაც, სადაც დღემდე ვერ ხერხდება - არადა, აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა.

სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების სტრუქტურები ხშირად საუბრობენ ისლამისტების მიერ ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული ტერორიზმის შესაძლებლობასა და ალბათობაზე. ეს არის გამოწვევები, რომელთა საპასუხოდ აუცილებელია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ძალისხმევა შესაბამის საფრთხეების პრევენციისა და გამოვლენის, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების

მიზნით“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით,   CBRN-ის უსაფრთხოების სფეროში საქართველომ გადადგა ქმედითი

ნაბიჯები და მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას. მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა ერთიანი მიდგომა. შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით შემუშავდა შესაბამისი ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმი, სამოქმედო გეგმაში გაწერილი პრიორიტეტები, გაუმჯობესებული უწყებათაშორისი კოორდინაცია და საერთაშორისო თანამშრომლობაა. მისი თქმით, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ვაშინგტონში, საქართველოს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარს ვუჭერთ ბირთვული უსაფრთხოების არქიტექტურის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ვახტანგ გომელაურმა პარტნიორ ქვეყნებს და ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის.

 

აშშ-ს ელჩმა იან კელიმ უწყების ინფორმაციით, მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და საქართველოს მთავრობას ,,დაუღალავი შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის, ასევე ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მეორედ გამართვისთვის“.

ელჩის თქმით, ძალიან მნიშვნლოვანია, რომ საქართველო იჩენს ლიდერობას რეგიონში ქბრბ საფრთხეების დადგენასა და სტრატეგიების შემუშავებაში.

„ქბრბ სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მზაობა წარმოადგენს მზარდი აუცილებლობის სფეროს, რომლის წინაშეც საერთაშორისო თანამეგობრობა დგას.

მთავარ ქბრბ საფრთხეებთან ბრძოლის პროცესში საჭიროა თანამშრომლობა და კოორდინაცია ყველა დონეზე, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. იმისათვის რომ ეფექტიურად მოვემზადოთ და ვუპასუხოთ საფრთხეებს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. აშშ მხარს უჭერს მთავრობის გლობალურ მიდგომას ამ გამოწვევისადმი.

აშშ-ს საელჩოში ჩვენ გვაქვს ბევრი სააგენტო, რომლებიც კოორდინაციას უწევენ გარკვეულ სამუშაოებს ამ სფეროში. მათ შორის არის სახელმწიფო, თავდაცვისა და იუსტიციის დეპარტამენტი და ბევრი სხვა. საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა წარმოადგენს უმთავრეს პრიორიტეტს ჩვენი მისიისთვის, ქბრბ საფრთხეებზე რეაგირების გეგმების შევქმნის მიზნით.

 

ეს ღონისძიება წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სამეცნიერო, ტექნიკური, სამედიცინო და საკანონმდებლო სფეროებისთვის, რათა გაიცვალოს იდეები და აწარმოონ კვლევები ქბრბ საფრთხეების კუთხით და შეიმუშავონ სტრატეგიები, რაც ემსახურება ერთ მიზანს - დაიცვას ადამიანები ქბრბ საფრთხეებისგან.“ კონგრესი 2016 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო “რედისონში” ტარდება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წლის 1–5 ივნისს გაიმართა. კონგრესი ორ ათწლეულზე მეტია, ძირითადად ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართებოდა. კონგრესის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ქიმიური, ბილოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და მისი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა.

კონგრესში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. მასზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge