თურქეთში აფეთქებას ორი პოლიციელი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 30.05.2016
- 16:50
სულ მცირე ორი პოლიციელი დაირღუპა და ერთი დაიჭრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯავშნული ავტომობილი ვანის პროვინციაში იპეკიოლუს რაიონში ნაღმზე აფეთქდა. დაჭრილი პოლიციელი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გასულ კვირას ამავე პროვინციაში თურქეთის არმიის ჯავშანტრასპორტიორი აფეთქდა. შედეგად 6 სამხედრო დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200