png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბოლივუდის პროდუსერები ბათუმში რომანტიკულ ტრილერს იღებენ

  • ეკონომიკა
  • 31.05.2016
  • 16:15
ბოლივუდის პროდუსერები ბათუმში რომანტიკულ ტრილერს  იღებენ

ბათუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ბოლივუდის ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.  “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ბოლივუდის წამყვანი პროდიუსერები რომანტიკულ ტრილერს უკვე 1 კვირაა იღებენ, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს. 

65 დღის განმავლობაში ინდოეთის წამყვანი პროდიუსერები, ძმები აბას და მუსტან ბურმავალები რომანტიულ ტრილერს “Machine” ადგილობრივ საპროდიუსერო და სარეკლამო კომპანია „ბეთერფლაი“-სთან ერთად მთლიანად საქართველოში გადაიღებენ. კინო ოპერატორთა ობიექტივში  ძირითადად ბათუმი და მესტია მოექცევა.

 ბოლივუდური გადაღებები ბათუმში 24 მაისს დაიწყო, რომელშიც ცნობილი ინდოელი  მსახიობები Mustafa Burmawala, Kiara Advani,  Ishan Shankar და Carla Dennis მონაწილეობენ, კინო წარმოების პროცესში ჩართულია 70-ზე მეტი ქართველი მსახიობი, ხოლო მასიური სცენებში 200-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ჩაერთვება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, უკვე 3 განაცხადია შემოსული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე დაიხარჯება. ინდური ფილმის გადაღებების პარალელურად უკვე გადაწყვეტილია ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება და გადაღებების დაწყება. ასევე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საერთაშორისო პროდიუსერებთან  კიდევ რამდენიმე ფილმის გადაღების თაობაზე.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ  სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის მთელ  რიგ ღონისძიებებს აწარმოებს, კერძოდ  ე.წ. Road Show-ების მეშვეობი ხდება საერთაშორისო პროდიუსერებისათვის  ინფორმაციის ამომწურავად გაცნობა, მხარეებისათვის გადასაღები ლოკაციების შეთავაზება და კინოწარმოებასთან დაკავშირებით ქვეყნის პოტენციალის სრულად წარმოჩენა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge