png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საფრანგეთში, „ღვინის ქალაქის" პირველი სტუმარი საქართველო იქნება

  • ეკონომიკა
  • 31.05.2016
  • 18:05
საფრანგეთში, „ღვინის ქალაქის" პირველი სტუმარი საქართველო იქნება

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი" გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი, მომავალ წელს, საქართველო იქნება. საზეიმო ცერემონიას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
მუზეუმი, რომელსაც „ღვინის ქალაქის" უდიდესი ნაწილი ეთმობა, 2017 წლის პირველ საზაფხულო გამოფენაზე - „მოწვეული ვენახი", საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი", 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ღვინის ბიზნესის მსოფლიო ცენტრში, ქალაქ ბორდოში, "ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში" საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება.
"ჩვენ შევძლებთ, წარმოვაჩინით საქართველო, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი. დღეს პრეზიდენტმა ოლანდმა და ბორდოს მერმა ალან ჟუპემაც კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია, რაც ძალიან.მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამაში ჩართულები იყვნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საელჩო, მეგობრები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან", - განაცხადა პრემიერმა და გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს ელჩებს საფრანგეთსა და ესპანეთში, მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ეს მიღწევა მიულოცა სფეროში ჩართულ საქართველოს ყველა ბიზნესმენს და ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეს ემსახურება.
მუზეუმში, პერიოდულად, სხვადასხვა დროებითი გამოფენა, დეგუსტაციები, ღვინოსთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები და კულტურული ღონიძიებები გაიმართება. "ღვინის ქალაქში" ყოველწლიურად ათი ათასობით სტუმარს ელოდებიან. "ღვინის ქალაქის" იდეა ქალაქ ბორდოს მერს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალან ჟუპეს ეკუთვნის.
საზეიმო ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge