დღეს პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა
- სამართალი
- 01.06.2016
- 13:07
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა დაცვის დღეს, პირობით ვადამდე 3 არასრულწლოვანი მსჯავრდებული გათავისუფლდა.
საბჭომ სამი არასრულწლოვნის საქმე განიხილა და სამივე მათგანის შემთხვევაში გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. განხილვისას შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება. მათ შორისაა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი; მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები; ასევე, მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200