19 წლის გოგონა ცოცხლად დაწვეს
- მსოფლიო
- 02.06.2016
- 13:44
პაკისტანში 19 წლის გოგონა აწამეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს. გოგონა საშინელი სიკვდილისთვის იმის გამო გაიმეტეს, რომ მან გათხოვებაზე უარი თქვა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 19 წლის მარია სადაგათს ისლამაბადის გარეუბანში ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა.
გოგონას ბიძის თქმით, გოგონა აწამეს და ცეცხლი წაუკიდეს. ნათესავებმა ის ისლამაბადის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ ახალგაზრდა ქალი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
გოგონას ბიძის თქმით, მარიას თავს კერძო სკოლის დირექტორი და მისი თანამზრახველები დაესხნენ. მარია ადრე ამ სკოლაში მუშაობდა და დირექტორს თავის ვაჟზე მისი დაქორწინება სურდა. პოლიციელთა განცხადებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი დაკავებულია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200