ავღანეთში აფეთქებას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ
- მსოფლიო
- 02.06.2016
- 14:45
ორი ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა ავღანეთში მომხდარი აფეთქებისას. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ლაგმანის პროვინციაში მოხდა.
მედიის ინფორმაციით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზარში აფეთქდა. დაშავებულები, რომელთა შორის ერთი ბავშვია, საავდმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე პასუხისმგბლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200